პუტინს უკრაინულ ტელეარხზეც აგინეს
უკრაინული ტელეარხის „24-ე არხის“ წამყვანმა არტემ ოვდიენკომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვა ჩაწერა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ტელეხიდი დააანონსა.
„კოლეგები „რუსთავი 2-“დან ტყუილის უფლებას არ მომცემენ. პუტინ შენ ხარ ხ...ულო და რაც უფრო მალე გიხილავთ კუბოში თეთრი ფაჩუჩებით, მით მეტ საფერავსა და წინანდალს დავლევთ ამ ბედნიერ დღეს. მანამდე კი სანამ შენს ბოტოქსს ბოლომდე შეუჭამია შენი ტვინი, გამარკვიე რას გვეკვეხები? რატომ ვერ დაეტევი შენს მოჩლაჩულ უკანალზე, რაც გვეკვეხები და გვეკვეხები? უკრაინელებს, ქართველბს და მოლდოველებს“- ამბობს ის მიმართვაში.
ჟურნალისტის სიტყვებით, რუსეთის ფედერაციას თავისი პრობლემები აქვს ყელამდე.
„ჩვენ ქართველები და უკრაინელები კი არ უნდა გახსენებდეთ, რომ შენ ხარ ხ...ილო, შენი რუსები უნდა გეუბნებოდნენ ამას და მალე გეტყვიან კიდეც“,- ამბობს ჟურნალისტი.
არტემ ოვდიენკო იმასაც ამატებს, რომ სანამ რუსები დუმან პუტინი უკრაინაში ეკვეხება თავისი „ძმური, ბოზური სიყვარულით“, ამიტომ უკრაინელები თავის მოძმე ქართველებს უნდა მოელაპარაკონ, როგორ დაიცვან თავი „ძველი რუსული სამყაროსგან“.
ოვდიენკონ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან კიევი-თბილისს შორის ტელეხიდიც დააანონსა.
7 ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.
მომდევნო დღეს “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.
გიორგი გაბუნიას ამ მიმართავს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მის განცხადებას გამოეხმაურნენ, რუსეთის დუმის დეპუტატატებიც და გაბუნიას რუსეთში ექსტრადირება და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლება მოითხოვეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ ის გიორგი გაბუნიას გასამართლებას არ ემხრობა რადგან ეს მისთვის „ზედმეტი პატივია“.