ბრიტანეთის ელჩი სვანეთზე: სუნთქვისშემკვრელი სილამაზეა, #ვაიმე
ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკკენზი სვანეთში მოგზაურობს და მოუწოდებს სხვებსაც, გაატარონ ზაფხული საქართველოში. ზაფხულის საქართველოში გატარების კამპანია სოციალურ ქსელებში მას შემდეგ აგროდა, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აუკრძალა.
სვანეთი არაჩვეულებრივია, შენს გარშემო სუნთქვისშემკვრელი სილამაზეა, წერს ბრიტანელი დიპლომატი Twitter-ზე.