კრემლის ადამიანის უფლებათა კომისია „დაუშვებელს“ უწოდებს სტალინის ძეგლების აღმართვას
რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭო დაუშვებელს უწოდებს საბჭოთა დიქტატორ იოსეფ სტალინის ძეგლების აღმართვას, რასაც ადგილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ისტორიული მეხსიერების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, სერგეი კარაგანოვის განცხადება 11 ივლისს გამოქვეყნდა.
„წუხილს და თანაგრძნობას იწვევენ ის ჩვენი მოქალაქეები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც მზად არიან დაივიწყონ და გაამართლონ კიდეც მილიონობით ჩვენი თანამოქალაქის, უმრავლეს შემთხვევაში ქვეყნის საუკეთესო ადამიანების სიკვდილი და წამება, რომლებიც პოლიტიკური რეპრესიების, ხალხთა დეპორტაციის, კოლექტივიზაციისა და მსხვერპლად იქცნენ... ეს რეპრესიები მყარად უკავშირდება ი.ბ. სტალინის სახელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო თვეებში რუსეთის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებისა და ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ინიციატივით აიგო სტალინის ძეგლი, ხოლო ზოგიერთი სახელმწიფო მედია და ოფიციალური პირი სტალინს უწოდებს „ეფექტურ მენეჯერს“, რომელიც საბჭოთა კავშირს ლიდერობდა ნაცისტური გერმანიის განადგურების დროს.