ტელეკომპანია „112 უკრაინას“ ყუმბარმტყორცნიდან ესროდეს
კიევში, ტელეკომპანია „112 უკრაინას“ შენობას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს. ცნობის თანახმად,შეტყობინება პოლიციაში ღამის 03.40 წუთზე ადგილობრივების სატელეფონო ზარის მეშვეობით შევიდა, მათ აფეთქების ხმა გაიგეს. შემთხვევის ადგილზე ტეროტორიული სამმართველოს ოპერატიული თანამშრომები, გამნაღმველები და კინოლოგები გავიდნენ.
პოლიციის ცნობით მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია დამნაშავეების დადადგენად და დასაკავებლად. მომხდარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს.
ტელეკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ნასროლმა ყუმბარამ ტელევიზიის შენობის ფასადზე მიმაგრებული წარწერა დააზიანა.
ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა პოლიციას მოუწოდეს დაიცვას ისინი „რადიკალი ნაციონალისტების ტირანიისგან“. მათ მიაჩნით, რომ მომხდარი პროვოკაციაა ტელეკომპანიის წინ 13 ივლისს დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ. აქტივისტები ტელეკომპანიის მიერ დაანონსებული, ოლივერ სტოუნის ფილმის „Revealing Ukraine“ („აღმოვაჩინოთ უკრაინა“) ჩვენებას აპროტესტებენ. ამ ფილმში მოვლენების მთავარი კომენტატორია ვიქტორ მედვედჩუკი - რუსეთსი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნათლიმამა და ღიად პრორუსული პოზიციის მქონეთა შორის ყველაზე გავლენიანი უკრაინელი პოლიტიკოსი.