Facebook-ს 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებენ
სოციალური ქსელი Facebook-ი აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ 5 მლრდ დოლარით დააჯარიმა, იუწყება სააგენტო „როიტერი“.
Facebook-ის მიმართ დაწესებული ჯარიმა უკავშირდება პრობლემას, რომელიც კომპანიას შეექმნა მომხმარებლების მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია.
გამოძიების თანახმადაც, სოციალური ქსელი 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემს ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია „Cambridge Analytica“-ს გადასცემდა. ეს კომპანია კი მიღებულ მონაცემებს თავისი პოლიტიკური კლიენტების ინტერესების შესაბამისად იყენებდა.
გამოძიება ახლა იმის დადგენას ცდილობს, არღვევს თუ არა Facebook--ი 2011 წელს მარეგულირებლებთან დადებულ შეთანხმებას.
მომხდართან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სავაჭრო კომისიას და კომპანია Facebook-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.