აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობა მატულობს, S-400-ის მიწოდების ფონზე
აშშ მასშტაბურ კრიზისს უახლოვდება თავის ნატოელ მოკავშირე თურქეთთან, მას შემდეგ, რაც ანკარამ განაცხადა, რომ 12 ივლისს მიიღო რუსეთის ანტისარაკეტო სისტემის, S-400-ის პირველი ნაწილები და სისტემის მიწოდება გრძელდება.
თუმცა, აშშ-ის ადმინისტრაცია სიჩუმეს ინარჩუნებს იმ საკითხთან მიმართებით, თუ როგორი იქნება მისი პასუხი. "განუსაზღვრელი" ვადით გადაიდო დღეს მოგვიანებით დანიშნული კონფერენცია, რომელზეც მისი საპასუხო ნაბიჯები უნდა აეხსნათ.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მარკ ესპერი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს, თუმცა პენტაგონი ამ საუბრის დეტალებს არ ავრცელებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, აკარმა "აშშ-ეს კოლეგას უთხრა, რომ თურქეთი სერიოზული საჰაერო და სარაკეტო საფრთხის ქვეშაა და S-400 სისტემის შესყიდვა აუცილებლობა იყო და არა შესაძლებლობა".