„რუსთავი 2": როდის გაიხსენებს დაპირებას ქიბარ ხალვაში?
„რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრე ქიბარ ხალვაში ჯერჯერობით არ დაჰკავშირებია ტელეკომპანიის დამფუძნებლებსა და ყოფილ მფლობელებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დავით დვალმა განუცხადა.