მოსკოვის სასამართლომ 30 დღით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ დმიტრი გუდკოვს
მოსკოვის ტვერის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო საჯარო ღონისძიების ჩატარების წესების განმეორებით დარღვევაში. ამის შესახებ იუწყება დამოუკიდებელი ტელეარხი „დოჟდი“.
გუდკოვის დაპატიმრება უკავშირდება მოსკოვში 14 ივლისს ჩატარებულ შეუთანხმებელ აქციას. კანდიდატებმა, რომლებსაც უარი უთხრეს მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებისათვის რეგისტრაციაზე, მასობრივი მიტინგი გამართეს.
27 ივლისს მოსკოვში ისევ ჩატარდა უსანქციო მიტინგი არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის მოთხოვნით. გუდკოვი დააკავეს, როცა, მისივე თქმით, საკვებს ყიდულობდა დაკავებული მომიტინგეებისათვის გადასაცემად.