აშშ-ის წარმომადგენელი მზადაა თალიბანთან ხელი მოაწეროს "კარგ შეთანხმებას"
აშშ-ის წარმომადგენელი სამშვიდობო საკითხებში, რომელიც მონაწილეობს მოლაპარაკებაში ავღანეთში 18 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების თაობაზე, აცხადებს, რომ ვაშინგტონი მზადაა თალიბანთან ხელი მოაწეროს "კარგ შეთანხმებას".
ზალმაი ხალილზადის განცხადებების ფონია ყატარის დედაქალაქ დოჰაში 3 აგვისტოს დანიშნული სამშვიდობო მოლაპარაკების მერვე რაუნდი.
აშშ-სა და თალიბანს შორის ორმხრივი მოლაპარაკება დაფარავს ავღანეთიდან უცხოეთის ჯარების გაყვანას, სანაცვლოდ თალიბანისგან მიღებული გარანტიისა, რომ ის თავშესაფარს არ მისცემს ტერორისტულ ჯგუფებს. ეს შეთანხმება იქნება დასაწყისი ავღანეთის შიგნით გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებებისა კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის და სამუდამო ზავის შესახებ.
"თალიბანი მიანიშნებს, რომ სურთ შეთანხმების გაფორმება" - დაწერა ხალილზადმა ტვიტერით 2 აგვისტოს, ღამით და დასძინა: "ჩვენ მზად ვართ კარგი შეთანხმებისთვის".
თალიბანის პრესმდივნის, ზაბიულა მუჯაჰიდის თქმით, "არის იმედი, რომ შეთანხმება ამ რაუნდზე გაფორმდება", თუმცა დასძენს, რომ გარკვეული დეტალები კვლავაც შესათანხმებელია.