განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ვარკეთილში ერთი პირი დააკავეს
დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ჭ.წ., რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭ.წ.-მ, შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - ვ.ვ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც, იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა“, - აცხადებს შს სამინისტრო.
პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სს კოდექსის 19-108-ე მუხლით.