მოსკოვის აქციაზე დააკავეს 300-ზე მეტი პირი
3 აგვისტოს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა დააკავა ოპოზიციის 300-ზე მეტი მომხრე, ერთ კვირაში მას მერე, რაც მსგავსი დემონსტრაციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ 1300-ზე მეტი პირი იქნა დაკავებული.
ქალაქის ქუჩებში "ომონის" ასობით წევრი იყო განთავსებული, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების უწყებებმა გამოაცხადეს, რომ "ყველა ზომას გაატარებდნენ პროვოკაციების აღსაკვეთად" არასანქცირებულ აქციაზე, რომელიც იმართებოდა მოსკოვში თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, OVD-Info იუწყება, რომ დაკავებულია სულ მცირე 311 დემონსტრანტი.
მანამდე პოლიციამ დააკავა ოპოზიციის ცნობილი აქტივისტი, ლიუბოვ სობოლი, თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ.
სობოლი, რომელიც პროტესტის ნიშნად შიმშილობს, დააკავეს ტაქსიში, რომლითაც ის აქციისკენ მიემგზავრებოდა. ის პოლიციის მიკროავტობუსში გადასვეს და წაიყვანეს.