აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
დღეს, 11 აგვისტოს, თბილისის დროით 07:29 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,5 მაგნიტუდა იყო, მისი ეპიცენტრი კი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 23 კილომეტრში აღინიშნა.
თბილისის დროით 11:35 საათზე აზერბაიჯანში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 30 კილომეტრში, მიწისძვრა გუშინ, 10 აგვისტოსაც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ გუში 5.1 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.