40 წლის გულშემატკივარი ქალი გარდაიცვალა გორში საფეხბურთო მატჩის დროს
40 წლის ქალს გულის შეტევა დაემართა გორში საფეხბურთო სტადიონზე, გორის ,,დილასა" და თბილისის ,,ლოკომოტივს" შორის მიმდინარე მატჩის დროს. ქართული სააგენტოების ცნობით, გულშემატკივარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკა ,,გორმედის" ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში გულის გაჩერებით შეიყვანეს.
"როგორც პაციენტის ახლობლებმა განაცხადეს, რომ ქალს გულის ქრონიკული პათოლოგია - დილატაციური კარდიომიოპათია აღენიშნებოდა", - განაცხადა ,,გორმედის" კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.