ჰონგ-კონგში პოლიციამ კვლავ დაშალა მომიტინგეები
ჰონგ-კონგში ერთბაშად რამდენიმე სანქცირებული და არასანქცირებული ანტისამთავრობო მიტინგები მოთხოვნით, დადგეს საქალაქო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი და შეწყდეს პოლიციური ძალმომრეობა დემონსტრანტების მიმართ.
ათასობით ჰონგ-კონგელი მეათე კვირა ზედიზედ აპროტესტებს პროჩინური ხელისუფლების პოლიტიკას.
11 აგვისტოს პოლიციამ მანიფესტანტების დასაშლელად ქალაქის ორ რაიონში გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. იმავე დროს ლოზუნგი „თავისუფლება ჰონგ-კონგს“ მესამე დღეა გრძელდება მანიფესტაცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში.
ჩინეთი სასტიკად გმობს საპროტესტო აქციებს ჰონგ-კონგში. პეკინი, კერძოდ, ზეწოლას ახდენს ჰონგ-კონგის კომპანიებზე, რომ მათ სანქციები გამოიყენონ იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ოპოზიციის აქციებში მონაწილეობენ.
ჰონგ-კონგი არასოდეს არ ყოფილა დამოუკიდებელი სახელმწიფო. სხვადასხვა დროს ის იმყოფებოდა ჩინეთის, იაპონიის და დიდი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ. 1997 წელს ჰონგ-კონგი გადავიდა ჩინეთის იურისდიქციაში, მაგრამ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ავტონომიას და ფორმალურად დამოუკიდებლად შეუძლია ხელმძღვანელის არჩევა.