ერაყში მოკლეს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი
პენტაგონის თანახმად, ერაყის არმიის ამერიკელი სამხედრო მრჩეველი მოკლეს ქვეყნის ჩრდილოეთ ნინევიის პროვინციაში. ოფიციალურ ცნობაში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ ამერიკელი სამხედრო პირი დაიღუპა იმ დროს, როდესაც დაგეგმილ ოპერაციაში ჩაბმულ „ერაყის უსაფრთხოების ძალებს უწევდა ინსტრუქტაჟს“.
დაღუპული ჯარისკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ცენტრალური სარდლობის 7 აგვისტოს ცნობაში ნათქვამია, რომ 327-ე ქვეითი ბატალიონი ნინევიის პროვინციაში ატარებდა წვრთნას ნაღმსატყორცნების გამოყენებით.
ერაყის სამთავრობო ძალები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ახორციელებენ ოპერაციას იქ დარჩენილი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმების წინააღმდეგ.
ერაყის ხელისუფლებამ 2017 წელს გამოაცხადა გამარჯვება ექსტრემისტებზე, რომლებიც 2014 წლიდან იკავებდნენ ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, ვიდრე ერაყის არმიამ არ წამოიწყო კონტრშეტევა აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის დახმარებით.