სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 20 მგზავრი. მათგან 17 სომხეთის, 1 - აზერბაიჯანის და 2 - საქართველოს მოქალაქეა.
გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან, ორივე მათგანი ქალია.
31 აგვისტოს გამთენიისას სოფელ თელეთთან ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით მიდიოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.