სლოვაკეთში კატასტროფა განიცადა საბჭოთა წარმოების სამხედრო თვითმფრინავმა
სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის სასწავლო ფრენის დროს კატასტროფა განიცადა საბჭოთა პერიოდის დროს გამოშვებულმა „მიგ-29“ კლასის სამხედრო თვითმფრინავმა.
ინცინდენტი წუხელ მოხდა ქალაქ ნინტრას მახლობლად, ბრატისლავიდან 100 კილომეტრის დაშორებით.
სამინისტროს ცნობით, მფრინავი საავადმყოფოშია მოთავსებული ტრავმებით, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის საშიში.
სლოვაკეთმა გადაწყვიტა, „მიგ-29“-ების ესკადრილია აღარ გამოიყენეს გამოძიების დასრულებამდე.
ნატოს წევრმა სლოვაკეთმა 2018 წელს ხელი მოწერა კონტრაქტს ამერიკულ საავიაციო კომპანია „ლოკჰიდ მარტინთან“ თოთხმეტი ერთეული F-16 კლასის გამანადგურებლის შეძენაზე, რათა ხმარებიდან ამოიღოს საბჭოთა პერიოდის გამანადგურებლები.
F-16 საბრძოლო თვითმფრინავების ჩატანა სლოვაკეთში 2020 წლიდან იგეგმება.