ბიძინა ივანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
როგორც მმართველი პარტიის მთავარი საიტი იუწყება, სამუშაო შეხვედრას, რომელიც რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებს ეხებოდა, პარტიული აქტივის გარდა ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები.
პირველი სამუშაო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილმა 26 სექტემბერს გურიის რეგიონალური ორგანიზაციის წევრებთან გამართა.