ონკოლოგიური კლინიკის კრიზისი
ონკოლოგიური კლინიკის, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“, სამედიცინო პერსონალმა 4 ოქტომბერს კლინიკის ეზოში გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ექიმების თქმით, კლინიკას მათ მიმართ შვიდი თვის სახელფასო დავალიანება აქვს, რის გამოც ექიმები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან.