გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ გორში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1993 წელს დაბადებული ლ.მ., გამოძალვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ქალი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. „ქალმა ლ.მ.-ს საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ამის შემდეგ, ლ.მ. […]