კრემლმა „აღმაშფოთებელი“ უწოდა რუსი დეპუტატის დაკითხავს ნიუ-იორკის აეროპორტში
კრემლმა მკაცრი კრიტიკით უპასუხა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლის მიერ რუსი დეპუტატის, ინგა იუმაშევას, დაკითხვას ნიუ-იორკის აეროპორტში.
შემთხვევა 6 ოქტომბერს მოხდა.
მეორე დღეს კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტის გამო რუსეთის ხელისუფლება „ძალიან არის შეშფოთებული.“ „ჩვენი დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი მოქმედება რუსის დეპუტატის მიმართ“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.
რუსეთის ხელისუფლების თანახმად, იუმაშევა აშშ-ის კონგრესისა და რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის თანამშრომლობის ჯგუფის კოორდინატორია. დეპუტატი, რომელსაც აშშ-ის ვიზა აქვს, კალიფორნიაში მიდიოდა „ფორტ როსის დიალოგის“ ფორუმში მონაწილეობისათვის.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა იუმაშევას დაკითხვას უწოდა „ცინიკური პროვოკაცია“.
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა უკიდურესად არის დაძაბული რამდენიმე პრობლემის გამო, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, სირიის სამოქალაქო ომში მონაწილეობისა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო.
გასულ თვეში კრემლმა ვაშინგტონი დაადანაშაულა საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში მას შემდეგ, რაც რუსეთის დელეგაციის წევრებს არ მისცეს ვიზები ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად.
მოსკოვმა განაცხადა, რომ ამ მოქმედებას პასუხი გაეცემა.