„რაღაც ნაბიჯების გადადგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაღაც ჩარჩოებიდან გამოსვლა. ფაქტია, რომ ისე, როგორც დღეს ვმუშაობთ, არაფერი გამოდის"
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტიდან ორი დღეც არ იყო გასული, საქართველოს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვია. ბევრს გაუჩნდა კითხვა - ხომ არ ჩამოდიოდა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოსთვის მომზადებული ახალი იდეით.