პაკისტანში დააკავეს ბომბეის თავდასხმების სავარაუდო ხელმძღვანელის ოთხი მოკავშირე
პაკისტანის ხელისუფლებმა დააკავეს ბომბეიში 2008 წელს მოწყობილი თავდასხმების სავარაუდო ხელმძღვანელის, ჰაფიზ საიდის ოთხი მოკავშირე. დაკავებულებს ბრალად ედებათ ტერორიზმის დაფინანსება.
10 ოქტომბრის ეს დაკავება წინ უსწრებს პარიზში დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც აწყობს იქ დაფუძნებული სამუშაო ჯგუფი „საფინანსო ზომები“, და რომლის დროსაც განიხილავენ პაკისტანის წინსვლას ტერორის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში.
საიდი ივლისის შემდეგ დაკავებულია ტერორიზმის დაფინანსების მუხლით, რის გამოც აშშ-ის ოფიციალური პირები უკმაყოფილონი არიან, რადგან ისინი დაკავებულს ტერორისტად მიიჩნევენ. აშშ და გაერო ზეწოლას ახდენენ პაკისტანზე, შეწყვიტოს ტერორისტული ჯგუფების დაფინანსება. აშშ-ის და ინდოეთის ოფიციალური პირები საიდს ბრალს სდებენ ბომბეის აფეთქების განხორციელებაში. ამ თავდასხმების შედეგად 166 ადამიანი დაიღუპა.