„დინამო“ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე პირველად გამოდის
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. თბილისის „დინამომ“ ისევ სტუმრად ითამაშა და ამჯერადაც დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონმა ხორვატიაში, „მლადოსტთან“ ანგარიშით 11:20 წააგო.
„დინამო“ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე პირველად გამოდის. პირველ წრეში ქართველი წყალბურთელები ესპანეთში დაუპირისპირდნენ „ტერასას“ და ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ - 5:9. შემდეგ შეხვედრას კი „დინამო“ თბილისში გამართავს - 30 ოქტომბერს „ბუდაპეშტს“ უმასპინძლებს.