ნატომ ავღანეთში თავისი მისიის ერთგულება დაადასტურა
შეხვედრის მეორე დღე მიეძღვნა ავღანეთში 16 ათასი სამხედრო განთავსებას, რადგან მათ თალიბებთან უწევთ გამკლავება და აშშ-ის სტრატეგია არათანმიმდევრულია ამ ქვეყანაში.
სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა, ზალმაი ხალილზადმა თალიბებთან წინასწარო შეთანხმებას მიაღწია ავღანეთში 18 წლიანი ომის დასრულების თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშვიდობო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ავღანეთის მიმართ უცვლელი პოზიცია დაადასტურა და თქვა, რომ ნატოს რჩება თავისი ვალდებულების ერთგული და ის აგრძელებს ავღანეთის ძალების მხარდაჭერას. სტოლტებერგმა თქვა, რომ "საჭიროა იქ მუდმივი ყოფნა, რათა გაუგზავნონ თალიბანს გზავნილი, რომ მათ კომპრომისზე წასვლა მოუწევთ".