ბულგარეთში მმართველი "გერბის" წარმომადგენელი იმარჯვებს სოფიის მერის არჩევნებში
კვლევით ცენტრ „გელაპისა“ და „ალფას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ფანდაკოვა ხმების დაახლოებით 51-53,5% პროცენტს მიიღებს და იგი მეოთხედ ვადით უხელმძღვანელებს დედაქალაქის ადმინისტრაციას.
მისმა მეტოქემ, ასევე ქალმა, მაია მანოლოვამ, რომელსაც მხარს ოპოზიციური სოციალისტური პარტია უჭერდა, ხმათა დაახლოებით 40,6%-ი მიიღო.
ქვეყნის სტაჟიანი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის, პარტია "გერბმა" ბოლო მუნიციპალური არჩევნების შედეგების მიხედვით მთლიანობაში უარესი შედეგი უჩვენა, ვიდრე წინა არჩევნებისას. სოფიის მერის სავარძლისათვის ბრძოლაში ფანდაკოვას, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით 100 ათასით ნაკლები ხმა მიიღო, მეორე ტური დასჭირდა მერის პოსტის შესანარჩუნებლად.