ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ წინ სამი პირი დააკავეს
კინოთეატრ „აპოლოში“ დაგვიანებით დაიწყო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება.
კინოთეატრის შესასვლელთან კი რადიკალურად განწყობილი ჯგუფის სამი წარმომადგენელი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი, როგორც აჭარის ა/რ პოლიციის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობა იყო.
რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები კინოთეატრის წინ ისევ რჩებიან.
კინოჩვენებიდან შეგვატყობინეს, რომ დარბაზში სიმშვიდეა.
8 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვცეკვავთ" ქართული პრემიერა ჰომოფობიური ჯგუფების აგრესიული პროტესტის ფონზე გაიმართა თბილისშიც.