სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაათავისუფლა
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაათავისუფლა. სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირის გასაწმენდად სპეციალურ ტექნიკას, კერძოდ, წყლის ჭავლის მანქანასაც იყენებს.
მანამდე აქციის მონაწილეები ცდილობდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმი შეეკავებინათ.
სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.