მებაჟე-ოფიცრებმა ყაზბეგში ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ჰაშიში აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის დ.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები: 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში გამოავლინეს. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გადაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 262-ე მუხლის 1 […]