უკრაინა სტალინის დროის შიმშილობის მსხვერპლს გლოვობს
უკრაინაში აღნიშნავენ სტალინის პერიოდის შიმშილობის, "ჰოლოდომორის" სახელით ცნობილი ტრაგედიის 86-ე წლისთავს. 1930-იან წლებში მილიონობით ადამიანი დაიხოცა უკრაინაში, რაშიც საბჭოთა პოლიტიკას სდებენ ბრალს. უკრაინამ ყოველი წლის მეოთხე შაბათი დღე ჰოლოდომორის მსხვერპლის დღედ გამოაცხადა. უკრაინელები ამ აქტს უკრაინელი გლეხობის გენოციდად მიიჩნევენ.
მილიონობით ადამიანი დაიხოცა მას მერე, რაც საბჭოთა მთავრობამ გლეხები აიძულა გაერთიანებულიყვნენ კოლექტიურ მეურნეობებში და ჩამოართვა საკუთარი წარმოების ხორბალი და სხვა პროდუქტი.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ, რომლის ეკლესიამ წელს მოიპოვა ავტოკეფალია, 23 ნოემბრის განცხადებში ქებით მოიხსენია ის ფაქტი, რომ „დღეს შესაძლებელია სიმართლის თქმა ამ ტრაგედიაზე, და ეს უნდა გაკეთდეს ხმამაღლა, რადგან ბოროტება არ უნდა დაიმალოს, როგორც ეს ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა მთავრობის მიერ“.
ამერიკელმა და ავსტრალიელმა დიპლომატებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელებს და აღუთქვეს მათ, რომ არასოდეს დაივიწყებენ ტრაგედიას და მის მსხვერპლს.
2006 წელს უკრაინის პარლამენტმა „ჰოლოდომორი“ გენოციდად აღირა.
რუსეთი უარყოფს მოსაზრებას, რომ საბჭოთა ხელისუფლება სისტემატურად ესხმოდა თავს უკრაინელებს.
რუსეთის მთავრობა თვლის, რომ ცუდმა მოსავალმა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის სხვა არეალებშიც გამოიწვია შიმშილობა და მასობრივი სიკვდილი.
15-მდე ქვეყანამ აღიარა „ჰოლოდომორი“ ოფიციალურად „გენოციდად“, მაგრამ არა - აშშ-მა