ერაყში საპროტესტო გამოსვლებისას შვიდი დემონსტრანტი მოკლეს
ერაყის უშიშროების ძალებმა, სულ მცირე, შვიდი დემონსტრანტი მოკლეს, იტყობინებიან ექიმები და თვითმხილველები 24 ნოემბერს.
ბაღდადსა და სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება.
დემონსტრანტების მოკვლის თაობაზე იტყობინებიან ბაღდადის გარდა ბასრიდან, ნასირიადან, დი-ქარიდან და ქარბალიდან, სადაც საპროტესტო გამოსვლების დასაშლელად მთავრობამ იარაღი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ძალადობისას დაშავებულია 300-მდე დემონსტრანტი.
სულ, ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან, როცა დაიწყო მასობრივი არეულობები ბაღდადსა და ერაყის სამხრეთში, მოკლეს 330 ადამიანი. გამოსვლების მიზეზი იყო კორუფცია და ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ადამიანების უპერსპექტივობა.