ალბანეთში 46-მდე გაიზარდა მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი
ალბანეთში, ტირანიდან 30 კილომენტრში, 26 ნოემბერს მომხდარმა 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრამ დაანგრია ათეულობით შენობა. დაშავდა 600-ზე მეტი ადამიანი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქალაქებში, დურესსა და ტუმანში. ალბანეთის მთავრობამ ამ ქალაქებში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.