Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რა ხდება, როცა ხელისუფლება საკუთარი ხალხის გაბრიყვებას ცდილობს

რა ხდება, როცა ხელისუფლება საკუთარი ხალხის გაბრიყვებას ცდილობს

აბრაამ ლინკოლნს მიეწერება ფრაზა, რომ შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ. 

 

“მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სამთავრობო აქტორები სოციალურ მედიას იყენებენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის, არასუსურველი მოსაზრებების ჩახშობისთვის და საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის დაზიანებისთვის” - ნათქვამია ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის კვლევაში, რომელიც 2019 წელს სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას და მანიპულაციებს შეეხება. 

კომპიუტერიზირებული პროპაგანდა - ალგორითმების, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ბაზების საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის გამოყენება - ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ და  გარდაუვალ ფენომენად ყალიბდება. 

სოციალური მედია ბევრი ავტორიტარული რეჟიმის ინსტრუმენტად იქცა. მსოფლიოს 26 ქვეყნის შესწავლისას კომპიუტიზირებული პროპაგანდის საინფორმაციო კონტროლის იარაღად გამოყენების სამი ძირითადი მიმართულება იკვეთება: 

ადამიანის ხელშეუვალი უფლებების შეზღუდვა;

პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია;

განსხვავებული აზრის ჩახშობა. 

ვინ არიან ხელისუფლებისკიბერ აქტივისტები - ყალბი თუ აუთენტური მომხმარებელები 

ოქსფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული პროპაგანდის კვლევის პროექტმა მსოფლიოს 28 ქვეყნის შესწავლის შემდეგ გამოავლინა, რომ თითქმის ყველა ავტორიტარული რეჟიმი   საკუთარ მოსახლეობაზე ზეგავლენისთვის საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებდა სოციალურ მედიაში.რამდენიმე მათგანი სასურველი გზავნილების გავრცელებას ქვეყნის გარეთაც ცდილობდა.

ავტორიტარული რეჟიმებისგან განსხვავებით, დემოკრატიულ ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში სახელმწიფოების სოციალური კამპანიის სამიზნე ძირითადად საერთაშორისო  აუდიტორიაა, საკუთარ ამომრჩევლებზე მიმართულ სოციალური მედიის კამპანიებს, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების მიერ იმართება.  

გლობალური ტენდენციის თანახმად, სამთავრობო სტრუქტურების მიერ მართულ სოციალური მედიის კამპანიებში ჩართული   კიბერ-აქტივისტების ნაწილი არა ყალბი, არამედ აუთენტური მომხმარებელია. მაგალითად ვიეტნამსა და ტაჯიკეთში, სამთავრობო სტრუქტურები  სამთავრობო პროპაგანდის გავრცელებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების ტროლინგისთვის და არასასურველი ინფორმაციის მასობრივი “დარეპორტებისთვის” ნამდვილი პროფილების მფლობელებს იყენებენ. .  სოციალური მედიის კომპანიების მიერ ყალბი პროფილების გაუქმების კამპანიის გააქტიურებასთან ერთად სავარაუდოა ნამდვილი პროფილებით მოქმედების ფენომენის გააქტიურდეს. 

კიბერ-აქტივისტები სოციალური მედიის მომხმარებლებზე ზეგავლენის მრავალგვარ მეთოდებს იყენებენ. Პოლიტიკური კამპანიების შესახებ 2019 წლისთვის მომზადებულ  მოხსენებაში საუბარია ონლაინ აქტივობის შემდეგ ნაირსახეობებზე: 

სამთავრობო ან პარტიული პროპაგანდის გავრცელება; 

ოპოზიციაზე შეტევა და ცილისმწაბელური კამპანიები; 

მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების მეორეხარისხოვან საკითხებზე გადატანა; 

პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გამწვავება; 

აქტიურობის პიროვნული შეტევებითა და შევიწროვებით ჩახშობა.    

იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის ცხადი იყოს, ვინ დგას ამა თუ იმ რეკლამის და საინფორმაციო კამპანიის უკან, მაგალითად ფეისბუქში დაწყებულია მსჯელობა იმაზე, რომ აუცილებელია მეტი გამჭვირვალობა. მაგალითად პოლიტიკურ რეკლამებს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია იმ ჯგუფის ან პიროვნებების შესახებ, ვინც მის უკან დგას. ეს იქნება ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ვიცოდეთ ვისი სახელით რომელი ჯგუფი მოქმედებს, რამდენს ხარჯავს და რა გზავნილებით ცდილობს მაგალითად წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა გულების მოგებას. გაუმჭვირვალე პოლიტიკური რეკლამის გაშიფვრის საჭიროება მას შემდეგ დადგა ფეისბუქის დღის წესრიგში, რაც ცხადი გახდა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ფეისბუქ-გვერდების რეკლამები ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე დაახლოებით 10 მილიონმა ადამიანმა ნახა. ამ პროცესის გაგრძელება იყო Twitter-ის მიერ რუსული პროპაგანდისტული არხების, Russia Today-სა და Sputnik-სთვის რეკლამის აკრძალვა. 

 

სად ვართ ჩვენ სოციალური მედიის რუკაზე 

ადგილობრივი სოციალური და პოლიტიკური პროცესების დამკვირვებლებისთვის ცხადია, რომ ის, რაზეც ამ ანგარიშებშია საუბარი, ჩვენი ყოველდღიურობისთვისაც ნაცნობია. საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მხარდაჭერის მოპოვებისთვის დადასტურებულად ვიცით, რომ შემდეგი ინსტრუმენტები გამოიყენება. 

ფეისბუქ გვერდები, რომლებიც სამთავრობო ვერსიის  გავრცელებას ცდილობენ. 

ტროლები და ბოტები, რომლებიც ორგანიზებულად მოქმედებენ კრიტიკული მოსაზრებების, აქტივისტების, ხელისუფლებისთვის არასაურველი პირების, დამოუკიდებელი მედიებისა თუ ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ. 

Ჰომოფობიური და ქსენოფობიური  განწყობების გამომწვევი ცრუ ამბები ონლაინ საინფორმაციო არხებში და ანტიმიგრანტული განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან; 

Ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხმყოფელი განცხადებები სოციალურად აქტიური პერსონების მიმართ და თავდასხმები ოპონენტებზე. 

Რუსეთთან დაკავშირებული და მისი ინტერესების გამტარი ორგანიზაციები ნეონაცისტური რიტორიკით. 

Რუსული პროპაგანდისტული მედია სპუტნიკი, რომელიც ოპერირებს როგორც ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართულ ენაზე, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც. 

Პრორუსი პარტიები და მათ კუთვნილებაში მყოფი მედია ორგანიზაციები. 

ეს ინსტრუმენტები ძირითადად ანტიდასავლური განწყობების გასაღვიძებლად, კრემლისთვის სასურველი ნარატივის გასავრცელებლად ან კრიტიკული განწყობების მარგინალიზაციისთვის გამოიყენება და რიგ შემთხვევაში აჩენს ეჭვს, რომ წახალისებულია ან მხარდაჭერილი  ხელისუფლების მხრიდან. 

 

მკაფიო კითხვები - ბუნდოვანი პასუხები 

ამ მოცემულობაში, როცა ქვეყანაში ხელისუფლების კრიზისის ნიშნებია და 2020 წელს ქვეყანას წინ აქვს საპარლამენტო არჩევნები, რთულია მკაფიო პასუხების მოძებნა ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიცაა:  

ვინ ახალისებს სიძულვილის ჯგუფებს? 

როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას ისე, რომ არ დავაზარალოთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? 

რამდენად მოახდენს არჩევნების შედეგებზე “თრეშ” კონტენტის მწარმოებელი და გამავრცელებელი ფეისბუქ ჯგუფების ნარატივი? 

რამდენი  და ვისი ფული იხარჯება ცრუ ამბებისა და პოლარიზაციის გამამწვავებელი კონტენტის გავრცელებისთვის? 

უნდა ჩაითვალოს თუ არა უკანონო შემოწირულებად სხვადასხვა, არასამთავრობო და არაოფიციალური გვერდების მხრიდან სამთავრობო ნარატივის გავრცელება?

სხვადასხვა ქვეყნებში, ამ კითხვებზე პასუხად სხვადასხვა გზას ირჩევენ. Მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა აუკრძალა ორ რუსულ პროპაგანდისტულ საინფორმაციო საშუალებას - Russia Today-სა და Sputnik-ს.  

ჩეხეთში ფუნქციონირებს ტერორიზმისა და ჰიბრიდული საფრთხეების ცენტრი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების აუდიტის რეკომენდაციით შეიქმნა და  სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის და სხვა „ჰიბრიდული საფრთხეების“ სკრინინგს ახდენს. 

გერმანიაში ონლაინ პლატფორმებს აქვთ ვალდებულება გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში წაშალონ ისეთი კონტენტი, როგორიცაა სიძულვილის ენა, ცილისწამება და ძალადობის წაქეზება. Წინააღმდეგ შემთხვევაში, ქსელები შესაძლოა დაჯარიმდნენ. 

ევროკომისიამ მიიღო ინტერნეტში უკანონო სიძულვილის ენასთან ბრძოლის ქცევის კოდექსი, ევროკავშირმა კი შექმნა სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფი, ევროპარლამენტი კი დეზინფორმაციასთან ხელოვნური ინტელექტით რეგულირების საკითხებზე მუშაობს. 

თავის მხრივ, მეტი დაცულობისა და გამჭვირვალობისთვის მუშაობს ფეისბუქი, რომელიც 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანდიდატებს მეტ დაცულობას, ინტერნეტმომხმარებლებს კი ნაკლებ გადაუმოწმებელ ინფორმაციას პირდება.

 

ავი ქარები 

ჩამოთვლილი ცალკეული ინიციატივები ცხადია სრულად ვერ აღმოფხვრის ცრუ ინფორმაციების გავრცელებას ციფრულ სამყაროში და ვერ გაანეიტრალებს სიძულვილის ჯფუფების განწყობებს, თუმცა აჩვენებს მზაობას ქვეყნებისა და ინსტიტუციების მხრიდან, თვალი გაუსწორონ და ებრძოლონ პრობლემას, რომელიც არა მხოლოდ ცაკლეულ ჯგუფებს, არამედ დემოკრატიებს და ლიბერალურ დღის წესრიგს უქმნის საფრთხეს. 

საქართველოს პარლამენტში დეზინფორმაციასა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის შეჯამებისას, მთავარმა მომხსენებელმა, პარლამენტარმა ნინო გოგუაძემ რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის შემცირებისთვის საჭირო ნაბიჯებზე საუბრისას მთავარი აქცენტი ჯგუფში შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატების ცუდ ქცევაზე ისაუბრა. 

ამ ჯგუფს პირველადი გეგმის თანახმად, 2019 წლის მაისში, შემდეგ კი ნოემბერში უნდა ჰქონოდა დასკვნა და რეკომენდაციები. ამ ტიპის დოკუმენტი ამ დრომდე არ არსებობს და შესაბამისად, პარლამენტის შიგნით მომუშავე ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც კვლევის შედეგად უნდა შეემუშავებინა რეკომენდაციები ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთვის უცხო ქვეყნის საინფორმაციო ზეგავლენებთან გასამკლავებლად, ქმედითი არ აღმოჩნდა. ამ ჯგუფის მიერ გაკეთებული ყველაზე მსუყე სამუშაოდ შეიძლება ჩაითვალოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან ინფორმაციის შეკრება დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითზებზე, რომლებშიც მკაფიოდ არის ფორმირებული ყველა ის გამოწვევა, რის წინაშეც ქვეყანა ამ მიმართულებით დგას. საკანონმდებლო ორგანოში არსებული ჯგუფის ამგვარი უშედეგო მუშაობა ერთგვარი გზავნილია საზოგადოების მიმართ და ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას და მზაობას საინფორმაციო საფრთხეებთან ბრძოლის საქმეში. 

დემოკრატიების მკვლევარი, სოციოლოგი ლარი დაიმონდი თავის წიგნში “ავი ქარები” ინტერნეტში არსებულ დემოკრატიის საფრთხეებზე, პოლარიზაციასა და სიძულვილის ენის გამოყენების შემცირებაზე საუბრისას, წერს: “სიძულვილის ენასთან საბრძოლველად საუკეთესო გზაა უკეთესი ენის გამოყენება – ისეთი მესიჯები და ისტორიები, რომლებიც არ არის ტენდენციური, იცავს უმცირესობებს და ხელს უწყობს ჩართულობას. ეს ციფრულ სამყაროშიც უნდა წახალისდეს და ჩვენს ფიზიკურ სამყაროშიც. თუ მიმღებლობას, პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას სიღრმისეულად არ ვასწავლით და გულწრფელად არ ვაჩვენებთ სკოლებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებში, მათ ვერც კიბერსივრცეში დავამკვიდრებთ.“

პასუხი კითხვაზე, როცა ხელისუფლების წარმომადგენლების ქცევა რიგ შემთხვევაში დეზინფორმაციის გამავრცელებლების ქცევას ჰყავს და როცა ტროლებს ხელისუფლება თავისი მიზნებისთვის იყენებს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, სპეციალისტების პასუხები სხვადასხვაგვარია. 

დამოუკიდებელი ჟურნალისტი, სილვია შტოებერი გამოსავალს ძლიერ და დამოუკიდებელ მედიაში ხედავს, სოციალური მედიის ანალიტიკოსი ლუკა ჰამერი მიიჩნევს, რომ შესაბამისი კანონების მიღება და ცრუ ინფორმაციების მუდმივი აღმოჩენა, რაც უსასრულო პროცესია, შესაძლოა ბრძოლის სწორი სტრატეგია იყოს,  კაროლინ შვარცი კი, რომელმაც ცრუ ინფორმაციებთან ბრძოლისთვის პლატფორმა hoaxmap შექმნა, კანონებს ნაკლებად საიმედოდ მიიჩნევს და თვლის, რომ ამგვარი რესურსები და ცრუ ინფორმაციების პოვნაში კარგად მომზადებული ჟურნალისტები მნიშვნელოვან შედეგს იძლევა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельске подвели итоги III Всероссийского форума «Арктика. Лёд тронулся»



VIP

Гинеколог, ведущий специалист многофункциональный клиники KindCare в Дубае Сураё Назарова: как выявить проблемы на ранних стадиях






Новости 24 часа

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде



Game News

Состоялся релиз Isekai Feast: Tales of Recipes на смартфонах



Москва

Пушинка из Космоса спасёт либо снесёт США? Научные важные данные. Проект «Святой Ленин».



News Every Day

England vs Bosnia & Herzegovina: Three Lions face Dzeko and Co in Euro 2024 warm-up match – stream FREE, TV, team news



Блоги

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде



Москва

«Как прожить в браке без брака?»: решить любую проблему за 10 минут



Анастасия Волочкова

«Нужно быть очень осторожной»: Волочкова высказалась о спутнике дочери



Москва

Жителей Подмосковья призвали перейти на электронные коммунальные счета



Ролан Гаррос

Мирра Андреева обыграла представительницу Франции Грачеву на "Ролан Гаррос"



Москва

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков



#123ru.net

Артисты – они все особенные!



Симферополь

Арт-знакомство «Искусство должно давать счастье и радость»



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки



Москва

Сергей Собянин: Фестиваль «Рыбная неделя» посетили рекордные 4,5 миллиона человек



Москва

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

В Москве задержали семерых участников экстремистской группировки

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

СберСтрахование расширяет сотрудничество с клиникой Hadassah Medical Moscow Медскана

"Святой Ленин" спасает мир и возглавляет "восстание ИИ машин... хороших по существу". 8 серия, СЕРЬЁЗНЫЕ НОВОСТИ.


Москва

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков






Rss.plus

Пушинка из Космоса спасёт либо снесёт США? Научные важные данные. Проект «Святой Ленин».

"Святой Ленин" спасает мир и возглавляет "восстание ИИ машин... хороших по существу". 8 серия, СЕРЬЁЗНЫЕ НОВОСТИ.

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Фестиваль «Рыбная неделя» посетили рекордные 4,5 миллиона человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Театр «Сказка» приглашает на грандиозное театральное шоу «Песни первых птиц»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Педагоги школы №2065 вошли в ТОП-5 лучших туристских команд Москвы

Юные тулячки завоевали серебро и бронзу турнира по синхронному плаванию

Ученики школы №1354 одержали победу в финале Московской спартакиады молодежи допризывного возраста


Анна Калинская

«Контракта на экипировку у меня до сих пор нет» // Теннисистка Анна Калинская о лучшем сезоне в своей карьере



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Мода

Chanel Resort 2025



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России