ქუთაისში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავების მკაცრად დასჯა მოითხოვეს
"სისტემა უნდა დაინგრეს, რომელიც წლების წინ ჩამოყალიბდა და რომელიც დღესაც გრძელდება. რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ არის სისტემის ბრალი. ეს არის ბოროტება, რომელიც ხალხმა უნდა დავასრულოთ. დღეს გამოვეხმაურეთ მოზარდის გარდაცვალების ფაქტს, რომელმაც ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, ეს უნდა დავასრულოთ"- განაცხადეს ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეებმა.
"სისტემა ყარს"- ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია_პერფორმანსი გამართეს მოძრაობების "რუსეთი ოკუპანტია" და "სირცხვილიას" წევრებმა, მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა, ისინი 23 სთ-ზე შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერი წარწერით " ამ ცხოვრების დედაც". ისინი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ზეწოლის გამო რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა.