15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩალოიანი შეუძლოდ გახდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას თქმით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ჩალოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
15 წლის მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
ოპერაცია საჭირო გახდა ტვინის შეშუპების დაწყების გამო.
მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აქტივისტები დიღომში, პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ.
მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოწმის სტატუსით გამოკითხეს.