რუსი კომუნისტების ლიდერი არ გამორიცხავს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს
რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი, გენადი ზიუგანოვი, არ გამორიცხავს რუსეთში პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.
„იანვარ-თებერვალში ჩვენ ჩავატარებთ მძლავრ ფორუმს და დავამტკიცებთ პროგრამას, ჩამოვაყალიბებთ ეროვნული ინტერესებისა და ნდობის მთავრობას და წავალთ არჩევნებზე. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა იყოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“, - განაცხადა რუსი კომუნისტების ლიდერმა შაბათს მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლის დროს.
პრეზიდენტის არჩევნები რუსეთში ბოლოს 2018 წლის მარტში ჩატარდა და ხმების უდიდესი უმრავლესობით, 76,69 %-ით, გაიმარჯვა ვლადიმირ პუტინმა. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები კი რუსეთში 2024 წელს უნდა ჩატარდეს.
მაგრამ 19 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა დასაშვებად მიიჩნია სახელმწიფო მეთაურის ზედიზედ ორივე ვადით არჩევის პრინციპის გაუქმება. მაგრამ მოგვიანებით დააზუსტა, რომ არ ღირს ასეთი გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება.