კორუფციის სკანდალში გახვეული ყირგიზი ბიზნესმენი ფულს დებდა ევროკავშირის, აშშ-ის უძრავ ქონებაში
შუა აზიის გადაზიდვების სფეროს ბიზნესმენი, რომელიც ყირგიზეთში კორუფციის სკანდალის ცენტრში მოექცა ქვეყნიდან დიდი ფულის გატანასთან დაკავშირებით, ათობით მილიონ დოლარს დებდა ევროპულ და აშშ-ის უძრავი ქონების პროექტებში - როგორც დადგინდა რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის, კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) და ყირგიზული ვებსაიტის, Kloop-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით. ამ გამოძიების ანგარიში 23 დეკემბერს გამოქვეყნდა.
ხაბიბულა აბდუკადირი, გავლენიანი, მაგრამ საჯაროდ ნაკლებად ცნობილი უიღური ბიზნესმენი, რომელიც ყაზახეთის პასპორტის მფლობელია, ოჯახთან ერთად უძრავ ქონებას ყიდულობდა პერიოდში, როცა ათობით მილიონ დოლარს იღებდა - თანხას, რომელიც ყირგიზეთიდან გამოჰქონდა აიერკენ საიმაიტის, რომელიც აღიარებდა ფულის გათეთრებაში მონაწილეობას. საიმაიტი გასულ თვეში სტამბოლში მოკლეს.
ეს ანგარიში ჯერჯერობით ბოლოა საგამოძიებო ციკლში, რომელსაც სამი ორგანიზაცია ერთობლივად ატარებს. წინა გამოძიებებით დადგინდა, რომ საიმაიტის უკანონო საბაჟო სქემებით გამოჰქონდა ფული ყირგიზეთიდან. ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა ყირგიზეთში.