სახელმწიფო ინსპექტორმა მარიამ კუბლაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა
როგორც თავად კუბლაშვილი „ფეისბუკზე“ წერს, ჯიშკარიანის საქმეზე დაზარალებულმა თამთა თოდაძემ და მისმა დედამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში უჩივლეს.
„მოკლედ, დამიწერეს 1000 ლარი ჯარიმა და მცნეს სამართალდამრღვევად, ბუნებრივია, გავასაჩივრებ და გავეშურები საკონსტიტუციო სასამართლოსკენაც“, - აღნიშნავს მარიამ კუბლაშვილი.
ადვოკატის დაჯარიმებას ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია გამოეხმაურა.
ილია ჯიშკარიანს ბრალი პროკურატურამ 8 ოქტომბერს წარუდგინა. იმავე დღეს ცნო პროკურატურამ დაზარალებულად თამთა თოდაძეც.
ილია ჯიშჯარიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ თანაშემწის ბრალდებით „შოკირებულია“.
სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ისნის მაჟორიტარის მიმართ ბრალი ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).