ირანელმა მოჭადრაკემ, რომელიც თავის ქვეყნის სახელით აღარ გამოდის, მორიგ წარმატებას მიაღწია
ირანის ყველაზე ტიტულოვანმა მოჭადრაკემ, ალირეზა ფიროუზიამ, რომელიც ჭაბუკებს შორის რანგით მეორეა, მოსკოვში გამართულ ბლიც-ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 16 წლის ირანელი მოსკოვში ჭადრაკის მსოფლიო ორგანიზაციის დროშით გამოდიოდა, რადგან უარი თქვა ირანის სახელით ასპარეზობაზე მას შემდეგ, რაც ისლამურმა რესპუბლიკამ თავის სპორტსმენებს ისრაელ სპორტსმენებთან შეჯიბრებებში გამოსვლა აუკრძალა.
ფიროუზია, რომელიც ჭადრაკის ვუნდერკინდად ითვლება, მეორე ირანელი სპორტსმენია, რომელიც უარს ამბობს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე სახელმწიფოს პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად. ირანი, რომელიც არ ცნობს ისრაელს, თავის სპორტსმენებს უკრძალავს ისრაელ მეტოქეებთან ერთად ასპარეზობებში მონაწილეობას.
ოქტომბერში ირანს გაურკვეველი ვადით აეკრძალა ძიუდოს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა მას შემდეგ, რაც თეირანმა უარი თქვა ისრაელ სპორტსმენებთან ორთაბრძოლის გამართვაზე.