Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

გაბუტული გმირები

ჩვენი გმირები რომ ტროას მოალყე აქაველები იყვნენ, მოვუსმენდით მათ საბედისწერო რისხვაზე სიმღერას, მაგრამ ჩვენი გმირები ჩვენებურები არიან და მხოლოდ გაიბუტნენ! გაებუტნენ მედიას და გაებუტნენ იმის გამო, რომ ბევრჯერ და ჩაძიებით დაუსვეს კითხვები, რომლებიც, ვიღაცის აზრით, უხერხული, ვიღაცისთვის კი მნიშვნელოვანი იყო. გაბუტვა კი გამოიხატა იმაში, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებენ. მათი სათქმელი ვებ-საიტზე (NCDC.GE) ქვეყნდება ან მთავრობის წევრებივით ისინიც ცარიელ საკონფერენციო დარბაზში უპასუხებენ მიწოდებულ კითხვებს.

არადა, უხდებოდათ ახალ გმირებს ხალხთან ხშირი ურთიერთობა, რომელიც ხალხისთვისაც ერთობ მნიშვნელოვანი იყო...

ბევრისთვის მართლა გმირები არიან „ბატონი ამირანი“, „ბატონი თენგიზი“, „ბატონი პაატა“, „ქალბატონი მარინა“ და ზოგადად ექიმები, სამედიცინო სფეროს მუშაკები: ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, ფტიზიატრები და ა.შ. რომლებიც, გარდა იმისა რომ მუშაობენ,  დაუზარლად ერთვებიან სატელევიზიო გადაცემებში და უცნაური ტერმინებით აიარაღებენ და ამხნევებენ ვერაგი ვირუსის შემოტევისგან დაზაფრულ მოქალაქეებს, ერთვებიან ხან ადგილობრივი კლინიკებიდან, ხანაც მსოფლოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ჰოსპიტალებიდან, კვლევითი ცენტრებიდან და ა.შ.

ცხადია, გრიპი, შავი ჭირი, ქოლერა და სხვა დაავადებები პირველად არ იქცნენ ეპიდემიებად.  პანდემიებიც ახსოვს კაცობრიობას. საგანგებო მდგომარეობებიც, კომენდანტის საათებიც და საკარანტინო ზონებიც არაერთხელ შემოუღიათ. ალბათ, უფრო ხშირად ომების დროს, მაგრამ ეპიდემიების დროსაც, რა თქმა უნდა.

არაერთი მიზეზის გამო, ომებზე არანაკლები უბედურებაა ეპიდემიები, რომლებიც, მეცნიერების  განვითარებამდე, ბრძოლისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობასაც კი გამორიცხავდა. შესაბამისად, სულ რაღაც საუკუნეზე შორეულ წარსულში ვირუსებთან და სასიკვდილო მიკრობებთან ომს არ ჰყავდა გმირები და არ არსებობდნენ გმირობის გამამხნევებელი მაგალითები, ამიტომაც წერდა თავის საყოველთაოდ ცნობილ „შავ ჭირში“ ალბერ კამიუ, რა დასანანია, რომ მთხრობელს არ შეუძლია ნუგეშად რომელიმე გმირი დახატოს, ანდა საგმირო ამბავი გიამბოთ, იმათი მსგავსი და ცალი, ძველ ქრონიკებში რომ გვხვდებაო; ეს იმიტომ, რომ არაფერია ჟამიანობაზე ნაკლებ ეფექტური სახილველი და სწორედ თავიანთი ხანგრძლივობის წყალობით  დიდი-დიდი უბედურებანი მონოტონურნი ხდებიანო...

როცა საფრთხე საყოველთაოა, როცა არც ბრძოლის იარაღი არსებობს და არც გმირობის მაგალითები,  რა რჩება ადამიანს?

მხოლოდ შიში, როგორც პასკალი იტყოდა, შიში, რითაც ბუნება კი არა, ჩვენ თვითონ ვივსებთ საკუთარ სულს; შიში, რომელიც ავადმყოფობა თუ არა, ავადმყოფობის მოკავშირე მაინც არის, მაგრამ თანამედროვე ადამიანები მარტო არ არიან შიშებთან და ვირუსებთან ბრძოლაში, მათი მოკავშირეები მეცნიერები, ექიმები არიან!

თვითონაც ხედავთ, ვინ დაიპყრო საჯარო სივრცე და სოციალური ქსელები ეპიდემიის დროს. ყველა ინტერენტგამოცემაში, ყველა ტელეარხსა თუ რადიოსიხშირეზე ექიმები ლაპარაკობენ ვირუსების ბუნებაზე, ავადმყოფობის ნიშნებზე, დაავადებასთან ბრძოლისა და მკურნალობის მეთოდებზე. ყველგან ექიმები, ექიმები, ექიმები... შეუძლებელია მათი არშემჩნევა და კიდევ უფრო მეტად შეუძლებელია მათი არდაფასება.  ყველა ხვდება, რომ ექიმების რჩევების, ცოდნის, შრომისა და თავდადების გარეშე გამარჯვება არ იქნება... შესაბამისად, ლამის მთელი საზოგადოება (განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გადასახლებული), რომელიც სხვის თვალში ბეწვის ძებნასაა ნაჩვევი, ერთსულოვნად შეჰხარის თავის გმირებს და მსუბუქი ქილიკისთვისაც კი ვერ იმეტებს მათ. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც ტელევარსკვლავებად ქცეულ ექიმებს ან ჩაცმას დაუწუნებდა ან ჩართვის დროს ფონად გამოჩენილ გორკა-დესაუში ჩადგმულ მადონა-სერვიზს ანდა რბილი ლასის და საშინელი კალიგრაფიის გამო დაა-haha-ვებდა!

...მაგრამ ვინ უსაყვედურებს ახლა ექიმებს ლურსმული ნაწერის, კანცელარიზმების, ანგლიზმების (კლასტერი),  კუმშვა-კვეცისა და ზმნის პირის ნიშანთა მართლწერის გამო?

არადა, მართლა უნაკლოები ხომ არ არიან? განა, ქართული სტანდარტითაც კი ცუდი პოლიტიკოსებივით არ გაუწყრნენ და გაებუტნენ მედიას?

რომ არა „გმირობის დრო“ და გმირობის შარავანდედის თვალისმომჭრელი სინათლე, ბევრი დახუჭავდა თვალს და არაფერს იტყოდა?

გასაგებია, რომ „სხვა დროა“, მაგრამ ასე შეიძლება ყოველთვის „სხვა დრო“ იყოს. დარწმუნებული იყავით, ხვალ პლანეტაზე არსებული ყველა საკანალიზაციო მილი რომ ერთდროულად გასკდეს და ყველა ჭიდან რომ ერთდროულად ამოხეთქოს ფეკალურმა შადრევნებმა; ყველა ონკანიდან, ნიჟარიდან და სიფონიდან რომ იხუვლოვს იმან, რისგანაც კაცობრიობა ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა, ჰიდროტექნიკოსი გოჩა და მხარზე ტროსგადაკიდებული ალიკა და ჯუმბერაც სულ აკაკიშანიძეებად და არნოლდჩიქობავებად მოგვეჩვენებიან! ისინიც ასევე დაიმსახურებენ ჩვენს აღფრთოვანებას და ისინიც ყველაფერში მართლები იქნებიან, რადგანაც მათი „სხვა დრო“ იქნება და მათზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ბედი!

თქმა არ უნდა, ისინიც გმირები იქნებიან ხალხის თვალში და მათაც ბევრ რამეზე დაუხუჭავენ თვალს. ცხადია, პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი პროფესია ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მთავარია, „გმირებმა“ თვითონ არ დაიჯერონ, რომ მართლა გმირები არიან! არ დაიჯერონ რომ არაფერი ეშლებათ და არც შეიძლება რომ შეეშალოთ. და თუ მაინც გმირობაზე დადებენ თავს, ახსოვდეთ, რომ მედიასთან, მათ შორის კრიტიკულ მედიასთან (და ამ გზით საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან) ურთიერთობაც ამ გმირობის ნაწილია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

30 лет назад в Архангельске открылась первая на Северо-Западе школа «Диабет»



Здоровье

Завершилась первая цикловая встреча региональных руководителей компании AlfaBiom






Новости 24 часа

«Школа вожатых» прошла в школе №7 в Реутове



Game News

MMORPG Tarisland выпустили в Китае раньше времени



Москва

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!



News Every Day

Max free trial returns just in time for House of the Dragon season 2 this week



Авто

Завершено масштабное обновление трассы М-4 Дон в Ростовской области



Москва

В аппаратной кинотеатра «Октябрь» на проспекте Калинина (сейчас улица Новый Арбат), 1976 год, Москва



Елена Волкова

Кинофестиваль «Движение по вертикали» памяти Станислава Говорухина пройдет в Тульской области



Москва

Свыше 28 тыс карт провожающего оформили пассажиры ЦППК в Подмосковье с января



WTA

Самсонова вышла в четвертьфинал турнира WTA в Хертогенбосе



Москва

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!



Коммерсантъ

Молдавия берет выборы под охрану // В республике завели дело на предполагаемого российского шпиона, а Запад предупредил о планах вмешательства Москвы



Симферополь

В Крыму хотят создать профессиональную хоккейную команду



Москва

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России



Москва

Сергей Собянин. Неделя мэра



Москва

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Сделай сам: инженеры собирают дома и автомобили как конструктор

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

Следствие попросило продлить арест экс-замминистра обороны Иванова

Владимир Брилёв: « Гению Пушкина – 225! И он навсегда - «наше всё»!


Москва

В Московской области сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже электроинструментов






Rss.plus

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!

Автопробег в честь Дня России прошел в Ленинском округе

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

Moscow.media
Москва

Собянин: выборы в Мосгордуму будут серьезным экзаменом



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Элджей

В Новосибирске полиция проверит Элджея на пропаганду наркотиков




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов 12 июня установил мировой рекорд по чеканке мяча в «Лахта Центре»

Площадь пожара в здании у метро «Динамо» в Москве составляет 400 квадратов

«Этот спорт воспитывает силу и упорство»: Вице-спикер Народного Хурала Бурятии приняла участие в открытии чемпионата России по гиревому спорту


WTA

«ITF решила пойти по пути WTA и ATP, которые давно допускают россиян» — Янчук



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

В Крыму хотят создать профессиональную хоккейную команду



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России