ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი კორონავირუსისგან განიკურნა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა ზურიკო დავითაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა.
ვოლგოგრადის „როტორის“ ქართველი ლეგიონერი მოედანს სამკვირიანი პაუზის შემდეგ, დღეს დაუბრუნდა.
დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა, მაგრამ თამაში მისთვისაც და „როტორისთვისაც“ უიღბლო გამოდგა. 19 წლის ფეხბურთელმა პენალტი ვერ გამოიყენა, „როტორი“ კი „ტამბოვთან“ დამარცხდა - 0:2.