კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, თურქეთის საკონსულო საქართველოში მუშაობას აჩერებს
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს.
შესაბამის ინფორმაციას თურქეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ.