იანვრის ბოლოდან საქართველოში ჩატარებულია 860 ათასზე მეტი PCR ტესტი - გამყრელიძე
2020 წლის იანვრის ბოლოდან მოყოლებული, საქართველოში ახალი კორონავირუსის 860 418 PCR ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა 27 ოქტომბრის ბრიფინგზე.
გამყრელიძის თქმით, სექტემბერ-ოქტომბერში, საშუალო თვეში 8-9 ათასი ტესტი PCR ტარდება, რაც მისივე თქმით, კარგი მაჩვენებელია:
„ამ მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნებში ვართ სადღაც შუა პოზიციებზე“, - აცხადებს ის.
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში, ასევე, უკვე ჩატარდა ანტიგენზე დამყარებული 210 000 სწრაფი ტესტი და ანტისხეულებზე დამყარებული 226 000 ტესტი. საშუალოდ, თვეში საქართველოში 1 663 სწრაფი ტესტი კეთდება.