შალვა ნათელაშვილი: ყველა თავის ეგზიტპოლს წერს
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს:
„ყველა თავის ეგზიტპოლს წერს. უბნების დათვლა ჯერ არ დაწყებულა და უკვე ზეიმობენ. დაველოდოთ შედეგებს!“
ოთხი ტელევიზიის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლების თანახმად, ლეიბორისტულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 1-დან 2%-მდე მოიპოვა.