ლევან ავალიშვილი - "თანამედროვე კონკურენციაში იმარჯვებს ის ქვეყანა, რომელსაც აქვს ხედვა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართლებით"
IDFI-ს პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი ლაპარაკობს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის მიღების საჭიროებაზე. ის თვლის, რომ დოკუმენტი ბევრ საკითხს უნდა მოიცავდეს: "მათ შორის ჯანდაცვის სექტორს, განათლების სექტორს, შესაძლებელია მომავალში - არჩევნების სექტორსაც. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა განვვითარდეთ".