ტელეწამყვანი თინა კანდელაკი RTVI-ის გენერალურმა პროდიუსერმა დააჯარიმა ტურჩაკთან „წარუმატებელი“ ინტერვიუსთვის
ტელეარხ RTVI-ის გენერალურმა პროდიუსერმა, სერგეი შნუროვმა, დააჯარიმა არხის წამყვანი, თინა კანდელაკი მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს სპიკერის და ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერ, ანდეი ტუჩაკთან ინტერვიუსთვის.
ამის თაობაზე თავად შნუროვმა დამოუკიდებელ ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა უარი თქვა დაესახელებინა ტელეწამყვანისათვის დაკისრებული ჯარიმის მოცულობა. შნუროვის თქმით, თინა კანდელაკს სასჯელი დაეკისრა იმის გამო, რომ არ დაუსვა ტურკაჩს შეკითხვა ჟურნალისტ ოლეგ კაშინზე თავდასხმის შესახებ.
„მე ვფიქრობ, რომ ეს იყო წარუმატებელი. ინტერვიუ სხვაგვარად უნდა ყოფილიყო აგებული“, - განცხადა შნუროვმა. არხის გენერალური პროდიუსერის თქმით, შეკითხვა ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ „ჩაწერილი იყო“, მაგრამ მისთვის უცნობი მიზეზის გამო კანდელაკმა იგი უგულებელყო.
თავის მხრივ კანდელაკმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში შნუროვის საქციელს უწოდა „ცენზურის კლასიკური“ მაგალითი. „შეუძლიათ შემდეგშიც დამაჯარიმონ, რადგან კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ვინმემ მიკარნახოს, თუ რა შეკითხვები დავსვა“, - აღნიშნა კანდელაკმა.
თინა კანდელაკის ინტერვიუ ანდრეი ტურჩაკთან ოქტომბერში გავიდა ეთერში. ამ ინტერვიუს შემდეგ ტელეკომპანია RTVI-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა სამმა წამყვანმა ჟურნალისტმა - მაქსიმ სემელიაკმა, იური საპრიკინმა და ზინაიდა პრონჩენკომ.
ჟურნალისტი ოლეჰ კაშინი 2010 წელს მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან სცემეს.
2015 წელს ჟურნალისტმა გამოაქვეყნა გამოძიების მასალები, რომლის თანახმად თავდასხმა მოამზადეს და განახორციელეს პეტერბურგის მექანიკური ქარხნის სამმა მცველმა. მათგან ერთ-ერთი, დანილა ვესელოვი, აცხადებდა, რომ დანაშაულის შემკვეთი იყო ანდრეი ტურჩაკი, იმხანად ფსკოვის ოლქის გუბერნატორი.
თავად ტურჩაკი უარყოფს თავდასხმაში თავის მონაწილეობას.