Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მზადება არჩევნებისთვის - რომელი არჩევნებისთვის?

მზადება არჩევნებისთვის - რომელი არჩევნებისთვის?

„ქართულ ოცნებაში“ იმედოვნებენ, რომ ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტში შევა და შედეგად - საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება. მმართველი პარტიის სიის მე-17 ნომერმა, ნიკოლოზ სამხარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დაწყებული მოლაპარაკებების ფორმატში - „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს არცკი განიხილავს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კი ხელისუფლებისგან სწორედ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული კომპრომისული წინადადების მოლოდინშია.

რა დრო რჩება ჩიხიდან გამოსასვლელად? რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

„ვფიქრობ, მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ორივე მხარე, ანდა შეგვიძლია ვთქვათ - 9-ვე მხარე („ქართული ოცნება“ და 8 ოპოზიციური პარტია) - მოვა იმ გადაწყვეტილებით, რომ აუცილებელია კომპრომისის გამონახვა, რადგან ეს ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო...ჩვენც გვაქვს მისატანი (კომპრომისული წინადადება) და მათაც აქვთ მოსატანი“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-17 ნომერი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ყოფილი უფროსი - ნიკოლოზ სამხარაძე.

რის დათმობას აპირებს „ქართული ოცნება“ და აპირებს თუ არა ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვას, ოპოზიციის მოლოდინის შესაბამისად?

ამ შინაარსის შეკითხვებზე ნიკოლოზ სამხარაძე გვპასუხობს შემდეგს:

„ვადამდელი არჩევნები ვერ იქნება განხილული, რადგან არჩევნები სულ რაღაც ორი დღის წინ დასრულდა. შემდეგი არჩევნები კი, გვექნება 2021 წელს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“;

„ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნებისმიერ სხვა საკითხზე, გარდა ვადამდელი არჩევნებისა... ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია... დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება“;

„თუკი არჩევნების შედეგებში ეპარებათ ეჭვი, ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ პარლამენტში შექმნან საგამოძიებო კომისია და ამ გზით მიაღწიონ შედეგების (ბიულეტენების) ხელახალ გადათვლას“;

„პარლამენტში (ოპოზიციასთან ერთად) შეგვიძლია ჩვენ ასევე ვიმუშაოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების წესების ცვლილებაზე - დავხვეწოთ წესები და გავაუმჯობესოთ გამჭვირვალობა - შეგვიძლია ელექტრონული კენჭისყრის კომპონენტებიც შემოვიტანოთ, რომ არჩევნების შედეგებმა შეკითხვები აღარავის გაუჩინოს“.

რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის მოლოდინი. ხელისუფლების ოპონენტები კვლავაც უცვლელ პოზიციაზე რჩებიან - მომავალი წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

24 ნოემბერს არ გამართლდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართებოდა. სამაგიეროდ, ოპოზიციონერი ლიდერები პარტია „ლელოს“ ოფისში ერთმანეთს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მათთვის ბოიკოტი თვითმიზანი არ არის, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გადაილახება წითელი ხაზი, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე გადის.

„ასეთ ვითარებაში გამორიცხულია ოპოზიციამ პარლამენტში მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ ბოიკოტი გაგრძელდება და გაგრძელდება მანამ, ვიდრე - არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები... მეორე ალტერნატივაა ჩრდილოეთ კორეის პარლამენტი, სადაც „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო“ - გიგი უგულავა, „ევროპული საქართველო“;

„სხვა გზა ფიზიკურად არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ არ შევიდეთ პარლამენტში - ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“ - ზაალ უდუმაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“;

„გამოსავალი არის პოლიტიკური შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, მისი ჩატარების წესებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით - იგულისხმება ცესკოს ადმინისტრაცია“ - ბადრი ჯაფარიძე, „ლელო“.

 

ოპოზიციის ერთსულოვნების ფონზე „ქართულ ოცნებაში“ მაინც სჯერათ, რომ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების გარეშეც შევა პარლამენტში.

პირადად ნიკოლოზ სამხარაძეს ამ მხრივ აიმედებს ოპოზიციური პარტიების ცალკეული წარმომადგენლების მიერ გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები, რომლებიც, მისი თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბოიკოტის იდეის მართებულობას.

იმედიანი განწყობისთვის სამხარაძეს მეორე არგუმენტიც აქვს - „თუკი ოპოზიციური პარტიების პოლიტიკა არის მართლაც დასავლური და პროევროპული, მათ ძალიან გაუჭირდებათ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების წინააღმდეგ წასვლა და ისინი შემოვლენ პარლამენტში... მაშინ მათი მიზეზები უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ვიღაცას რომ არჩევნების შედეგი არ მოსწონს, ვერ იქნება მკაფიო მიზეზი“.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის სასურველია მრავალპარტიული პარლამენტის მუშაობა და მათგან პარლამენტში არშესვლის მოწოდებები უფრო გასაკვირი იქნებოდა, მაგრამ - ეს პრობლემა პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რადგან არჩევნები მან გააყალბა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით უნდა დაუბრუნდეთ წართმეული ხმები ამომრჩევლებს.

სოციალურ ქსელებში ჩანს საზოგადოების ინტერესი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებისადმი. ფეისბუკში გამართული დისკუსიები აჩვენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა ბევრმა ოპოზიციის გადაწყვეტილებების სიმტკიცედ აღიქვა.

21 ნოემბერს დისკუსიების დღის წესრიგიდან მოიხსნა შეკითხვა - მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში - მეორე ტურმა ოპოზიციის გარეშე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ჩაიარა;

ახლა საზოგადოება ელოდება პასუხს მეორე მთავარ შეკითხვაზე - შევლენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ახალ პარლამენტში - ამჟამად ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ შეკითხვას უარყოფითი პასუხი გაეცემა (და მით უფრო - ხელისუფლების მხრიდან ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმის პირობებში).

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ყველაზე გვიან -20 დეკემბერს გაიმართება. კანონის თანახმად, სხდომა ინიშნება 10 დღის ვადაში ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ. თავის მხრივ, არჩევნების შედეგები ყველაზე გვიან 10 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს. ამ ვადის ხანგრძლივობა საარჩევნო დავების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს - სპეციალისტების შეფასებით, ვადამდელი რიგგარეშე არჩევნების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტის ამოქმედების შემდეგ. ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის ორი გზა არსებობს და ორივე მათგანი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას უკავშირდება.

24 ნოემბერს, „ლელოს“ ოფისში შეხვედრაზე ოპოზიცია სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავდა პარლამენტის სხდომის პირველი დღის გეგმებსაც. იყო საუბარი მასშტაბური მიტინგის გამართვასთან დაკავშირებით და როგორც პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა თქვა - „თუ არაფერი შეიცვლება და მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება, საკანონმდებლო ორგანოში შეკრების დღეს იქნება ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა. ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“.

თუკი „ქართული ოცნება“ სულ მარტო შევა პარლამენტში - რა პრობლემები შეექმნება ერთპარტიულ პარლამენტს და სრულფასოვანი იქნება თუ არა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა?

ამ შინაარსის შეკითხვებზე პასუხად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, სიის მე-17 ნომერი ნიკოლოზ სამხარაძე გვეუბნება, რომ პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა პრაქტიკულად არ შეიზღუდება, მაგრამ, მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ - პარლამენტი მნიშვნელოვან არსს დაკარგავს.

„პარლამენტის არსი თავისთავად არის ის, რომ იქ უნდა იყოს დებატები, იქ უნდა იყოს დისკუსია და იქ უნდა იყოს კამათი. თუ ოპოზიციური პარტიები არ შემოვლენ პარლამენტში, ეს ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის საქმიანობისთვის, აღარ იქნება, მთლიანად ჩაეხსნება პარლამენტს და ეს იქნება ძალიან ცუდი...

ჩვენი პარლამენტი ისედაც არ გამოირჩეოდა 20 წლის განმავლობაში ჯანსაღი და საგნობრივი დისკუსიით, მაგრამ მრავალპარტიულობა სწორედ იმისთვის იყო საჭირო, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადასულიყო ... ეს თუ არ მოხდება, რა თქმა უნდა, სამწუხარო იქნება. იურიდიულად პარლამენტის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშლება“.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о решении жилищного вопроса архангелогородцев



Мода

Петербургский «Пушкинский бал»




Українські новини

Estischool - Школа за британською програмою



Новости 24 часа

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"



Game News

'Y'all killed it': Survive the Undead, a community-made PvE zombie mode, is bringing players back to Halo Infinite



Москва

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.



News Every Day

Precision in Motion: Exploring Baltic Bearing Company-Riga



Настроение

Приморье - Парк Драконов



Москва

The Hatters спели «Прогулку» на «Авторадио» и рассказали о сюрпризе на «Дикой мяте»



Антонио Вивальди

По мотивам Вивальди: необычный мультиформатный перфоманс покажут в Екатеринбурге



Москва

Долю цифровых рекламных конструкций в Москве хотят увеличить до 90% к 2030 году



Даниил Медведев

Даниил Медведев проиграл Рафаэлю Надалю тренировочный сет на «Ролан Гаррос»



Москва

Творческие способы использования мозаики из стекла в садовом дизайне



Петербург

Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения



Симферополь

Книжная тематическая полка « Русский писатель марийской земли»



Москва

Количество пользователей-инвесторов на платформе «Атомайз» превысило 72000



Москва

Собянин: В ТиНАО в программу реновации включили 268 домов



Москва

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.

МФТИ выплатит 100 тысяч рублей каждому зачисленному абитуриенту, набравшему 100 баллов по профильному ЕГЭ

В. Путин подписал указ о компенсации ущерба России от действий США

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о компенсации части затрат на путевки в оздоровительные лагеря в рамках нацпроекта «Семья»


Москва

Количество пользователей-инвесторов на платформе «Атомайз» превысило 72000






Rss.plus

Количество пользователей-инвесторов на платформе «Атомайз» превысило 72000

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

Lipatov Sound заявил о выходе нового трека “Red City”

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о рейтинге регионов по уровню развития государственно-частного партнерства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Большой театр

Большой театр и петербургский цирк на сцене калининградской драмы: 4 постановки фестиваля «Башня»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В ОЭЗ «Технополис Москва» выпустили серию автомобилей для участия в чемпионате кольцевых гонок

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге назвала главные стимулы россиян для систематических занятий физкультурой и спортом

«Евро-Футбол.Ру»: «Спартак» никогда не интересовался Сафоновым


ATP

Российский теннисист Медведев опустится на строчку в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Ученые отследили взаимосвязь COVID-19 и температуры воздуха



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России