აშშ-ის სანქციების მიუხედავად „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დეკემბერში განახლდება
გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომელი აშშ-ის სანქციების გამო ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, დეკემბერის დასაწყისიდან კვლავ განხლდება.
ამის შესახებ გერმანულმა მედიამ ინფორმაცია მიიღო კომპანია Nord Stream 2 AG-ისგან, რომლის თანახმად ბალტიის ზღვის ფსკერზე დაწყებული გაზსადენის მშენებლობა 5 დეკემბრიდან განახლდება მილსადენის ორივე ხაზზე 2,6 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე და უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქვეყნის სპეციალური ხომალდები განაახლებენ მილების ზღვის ფსკერზე გაყვანის სამუშაოებს. დღეისათვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მისყავნად დარჩენილია 16 კილომეტრის მილსადენის მშენებლობა ბალტიის ზღვის ფსკერზე გერმანიის წყლებში და კიდევ 60 კილომეტრი დანიის სექციაში.
მოელოდნენ, რომ გაზსადენის გაყვანა 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო. მაგრამ მშენებლობა შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა სანქციების პაკეტი დაამტკიცა მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ.
რუსეთის გერმანიასთან დამაკავშირებელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“
პროექტი ითვალისწინებს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელიც რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით წელიწადში 55 მილიარდის კუბური მეტრის გაზს გაატარებს.
ვაშინგტონი შიშობს, რომ გაზსადენის მშენებლობა გაზრდის ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე მოსკოვზე.
ამ შეშფოთებას იზიარებენ ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, მაგრამ არა გერმანია.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს 25 სექტემბერს მხარის დაუჭირა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პეტერ ალტმაიერმა.
სულ ბოლოს, 17 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიიჩნევს, რომ გაზსადენის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.