სამეგრელოს პოლიციამ დააკავა 2010 წლიდან ქურდობისთვის ძებნილი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში დააკავეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი, 1987 წელს დაბადებული გ.მ.
გ.მ.-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ხოლო, 2010 წლის აგვისტოდან, მასზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა.