თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში „ასტრა ზენეკას“ და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება
![თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში „ასტრა ზენეკას“ და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება](https://gdb.rferl.org/9DD12F16-C3BD-4835-BB52-F1428389A3A9_w800_h450.jpg)
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ განიხილება საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანა - „ასტრა ზენეკასი“ და კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის. „ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია“, - უთხრა ცერცვაძემ „ფორმულას“.
მისი შეფასებით, ჩინურ ვაქცინას ნდობის მაღალი ხარისხი აქვს თუნდაც იმიტომ, რომ ინფექცია თავიდან სწორედ იქ გაჩნდა. „ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.